დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება, დღეს არის ერთიანობის ზეიმი

დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება, დღეს არის ერთიანობის ზეიმი
დღეს არის ერთიანობის ზეიმი და საზოგადოება გაერთიანებულია სიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ნამდვილი ზეიმია.
„ყველას მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნამდვილი ზეიმია. დღეს არის ერთიანობის ზეიმი და დღეს საზოგადოება არის გაერთიანებული სიყვარულის იდეის გარშემო, ტრადიციული ფასეულობების, პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს მომავალშიც განვაგრძოთ ბრძოლა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დასაცავად, ეს ასე იქნება. არ შეიძლება, ეს ერთიანობა არ იყოს ის, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ ყველა გავუფრთხილდებით ჩვენი საზოგადოების ერთიანობას და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ დავრჩეთ მტკიცედ ერთგული იმ ფასეულობებისადმი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს