“დღეს ბაბი გახდა ცუდად, მძი­მე ემო­ცი­უ­რი წნე­ხის ქვე­შაა…” – როგორია ბაბი კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას წერს გიორგი გაბუნია – Marao

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო მომრერალი, “ღამის შოუს ბენდის” წევრი სასამართლოს მიმართავს. ინფორმაციას იგი საკუთარ “Facebook-გვერდზე” ავრცელებს:
, ბახვა ბრეგვაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი… – ცნობილი სახეები, რომლებმაც ბაბი კირკიტაძეს მხარი საჯაროდ დაუჭირეს
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!” – წერს ბაბი კირკიტაძე.
როგორც მომღერლის განცხადებიდან ირკვევა, საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას, რომელიც დამონტაჟებული და ყალბია. მეტი დეტალის გასარკვევად ბაბი კირკიტაძე უკვე დაიბარეს გამოკითხვაზე, თუმცა, როგორც ბაბი კირკიტაძის მეგობარი, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია წერს, ჯანმრთელობის მფგომარეობის გაუარესების გამო, მან ჩვენების მიცემა ვერ შეძლო.
ბაბი კირკიტაძე კვლავ კრიტიკის ობიექტია – “ბაბი, სიყვარულისგან გეფრინოს მუდამ“ – რას წერენ ცნობილი სახეები მომღერლის შესახებ?
“გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი ბაბი საკ­მა­ოდ მძი­მე ემო­ცი­უ­რი წნე­ხის ქვე­შაა, საჭიროდ ჩავ­თვა­ლე, მე დავ­წე­რო ეს პოს­ტი! დღეს გახ­და ადა­მი­ა­ნი ცუ­დად (ალ­ბათ, არ მკი­თხავთ, რა­ტო­მო) და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა გა­და­ი­დო ორ­შა­ბა­თის­თვის, რაც ზუს­ტად ვიცი, მაგ­რამ ამის გამო და­ი­წყო ახა­ლი, მო­რი­გი “სა­სი­ა­მოვ­ნო” კამ­პა­ნია ბა­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თით­ქოს, რა­ღა­ცას გა­ურ­ბის.
“გული დამწყდა, რა ფორმითაც გამოხატეს კრიტიკა; ვფიქრობ, ასეთი ადამიანები თვითონ არიან ცუდ ემოციურ მდგომარეობაში და, ალბათ, როგორ აკლიათ სიყვარული…” – რას პასუხობს ბაბი კირკიტაძე მისი ჩაცმულობის გამო დაწერილ ნეგატიურ კომენტარებს
გუ­შინ ყვე­ლა ერ­თად მხარ­ში ვე­დე­ქით, ვამ­ხმნე­ვებ­დით და დღეს ეგ­რე­ვე ვცვა­ლეთ პო­ზი­ცია სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ?! ანუ ცუ­დად გახ­დო­მა, რო­დე­საც ამ­დე­ნი დღის ნა­ნერ­ვი­უ­ლე­ბი ხარ, არ შე­იძ­ლე­ბა? და როცა თავი არ გაქვს, სად­მე მი­უს­ვლე­ლო­ბით ასე უნდა გა­ვი­ლან­ძღოთ? მე არ მეს­მის მსგავ­სი მიდ­გო­მა და ქცე­ვა, ოღონდ მარ­თლა! ან დედა არ გყავთ, ან მამა, ან ნა­თე­სა­ვი? რა გიყ­ვართ სა­ერ­თოდ? რას სცემთ პა­ტივს? ვერ გა­ვი­გე! მოკ­ლედ, ორ­შა­ბათს ეს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა! ბო­ლომ­დეც მივა! დამ­ნა­შა­ვეც და­ის­ჯე­ბა! და ისე ნუ იზამს ნუ­რა­ვინ, რომ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დეს ამ და­ნა­შა­უ­ლის! ჩემი რჩე­ვაა” – წერს გი­ორ­გი გა­ბუ­ნია.