დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტს“ განიხილავენ

დღეს, 5 მაისს, -ის წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტს“ განიხილავენ, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
კენჭისყრა, თბილისის დროით, სავარაუდოდ, გვიან ღამით იქნება.
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი” 27 მარტს დაამტკიცა.
თუმცა კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის სჭირდება როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა. კანონპროექტმა კონგრესის ორივე პალატაში ერთი და იგივე პროცედურა უნდა გაიაროს, სანამ ხელმოსაწერად პრეზიდენტს წარედგინება.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ. სენატში კანონპროექტი რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.
კანონპროექტის ავტორების თანახმად, „მეგობარი აქტი“:
· აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
· მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
· მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
· გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ს მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
· მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.
· რა პროცედურებია დარჩენილი „მეგობარი აქტის“ საბოლოოდ მისაღებად

ასევე დაგაინტერესებთ