“დღეს არაფერი არ მთავრდება – თუ ვეტო გადალახეს, საქართველოში დაიწყება ახალი პოლიტიკური ერა” – ხატია დეკანოიძე

საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. იგეგმება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ს განცხადებით, მმართველი გუნდი ვეტოს დასაძლევად ემზადება.

“დღეს, როცა ამბობენ, რომ ვეტოს გადალახავენ, ისინი აპირებენ, ამ ფრომით, ქართველ ხალხს გადაუგრიხონ ხელები. ფიქრობენ, ჩვენ ამ ვეტოს გადავლახავთ, ვაჩვენებთ ძალას, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი სისუსტის გამოვლინება, რომელსაც ახლა ისინი აკეთებენ. როდესაც ვსაუბრობთ სანქციებზე, პირდაპირ გეტყვით, ძალიან გული მწყდება, სანქციები რომ ელით ამ ადამიანებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ მმართველმა გუნდმა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ამით პროცესები არ მთავრდება, ხოლო ხელისუფლება ღიად დაამტკიცებს, რომ ისინი პრორუსული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

“ვაპირებ, სასესიო დარბაზში შევიდე. დიდი იმედი მაქვს, სასესიო დარბაზში იქნება ჩემი ყველა კოლეგა უმცირესობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენი სათქმელი გავაგონოთ იმ ადამიანებს, ვინც არიან გარეთ. დღეს არ მთავრდება არაფერი, იმ შემთხვევაში, თუ ვეტო გადალახეს, საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური ერა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველად, ღიად, ხელისუფლებაში გვეყოლება პრორუსული მოღალატე ხელისუფლება, რომლის ჩამოცილება ძალაუფლებიდან იქნება თითოეული თანამოქალაქის უპირველესი და უზენაესი ამოცანა. ამიტომ, რა თქმა უნდა, პროცესები გაგრძელდება, პროტესტი გაგრძელდება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა საზოგადოებას ჰგონია, რომ “ქართული ოცნება” ფსკერზეა და ქვემოთ ჩასვლა აღარ შეუძლიათ, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ უფრო ქვევით ჩასვლაც შეუძლიათ, რითაც თავიანთ რეკორდებს ხსნიან”.

“როცა გავედი ბოიკოტში, ვთქვი, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ყელა ფორმით და ყველგან, მის წინააღმდეგ მივიღებდი მონაწილეობას, ამიტომ ჩემი ბოიკოტში გასვლის პირობა ზუსტად ის არის, რასაც დღეს ვაკეთებ. ხომ გვგონია, რომ ფსკერია და მერე აღმოვაჩენთ, რომ ისიც არ არის ფსკერი და უფრო ქვევით ჩასვლაც შეუძლია “ქართულ ოცნებას”, საკუთარ რეკორდებს ხსნიან”, – განაცხადა მ.

“გირჩის” ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რაც ქვეყანაში რთული პოლიტიკური პროცესების დაწყების გზა იქნება.

“მაღალი ალბათობით, ვეტო დაიძლევა, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი იქით მიდის. ბუნებრივია, სანამ კენჭისყრის შედეგები არ დაიდება, იმედი მექნება, რომ “ქართულ ოცნებაში” მოიძებნება ხალხი, ვინც ამაზე უარს იტყვის. განცხადებების დღეა და ამიტომ, ბუნებრივია, პოზიციას დავაფიქსირებ. დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკოსები, ვინც ე.წ. ბოიკოტში იყვნენ, ისინიც კი შემოვლენ იმიტომ, რომ ბოლო ეტაპია, როცა პოზიცია შეიძლება დაფიქსირდეს, თუმცა ამ კანონის ამოქმედება არ არის ბოლო, პირიქით, დასაწყისია ცუდი გზის, რომელიც არ გვინდოდა გაგვეკეთებინა, მაგრამ “ქართული ოცნება” გვაიძულებს, რომ ამ გზას დავადგეთ. ოპოზიციის ამოცანა იქნება, მათ შორის, “გირჩის”, გზიდან შემოვატრიალოთ ქვეყანა და დავაბრუნოთ ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს