დღესაც წინააღმდეგი ვარ – ნიკოლა სარკოზი საქართველოს და უკრაინის NATO–ში გაწევრიანებაზე

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ესპანურენოვან გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. ჟურნალისტმა სარკოზის კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ახლა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე, რისი წინააღმდეგიც იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ბუშის თხოვნის მიუხედავად. ამ კითხვაზე ნიკოლა სარკოზიმ უპასუხა, რომ მას აზრი არ შეუცვლია და უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღებას დღესაც არ ეთანხმება.
საფრანგეთის ექსპრეზიდენმა ასევე დაამატა, რომ პუტინი არ უნდა შეჭრილიყო ში და უკრაინა სრულად იყენებს თავის თავდაცვის უფლებას. სარკოზის თქმით, უკრაინა ნეიტრალურ ქვეყანად უნდა დარჩეს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მყარი გარანტიებით, რათა ისევ გახდეს ხიდი რუსეთსა და ევროპას შორის.
სარკოზიმ ასევე ახსენა ახლანდელი პრეზიდენტის, ს მცდელობები, ომის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინთან ესაუბრა. სარკოზიმ თქვა, რომ ეს მცდელობები სწორი იყო და გული წყდება, რომ მაკრონმა ვერ მოახერხა პუტინთან დიალოგი ისე, როგორც ეს მან შეძლო 2008 წლის აგვისტოში. სარკოზის თქმით, მისი და პუტინის შეხვედრიდან რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს ომი დასრულდა და საქართველო ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოა.