დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში, კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას

დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში, კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას
იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ, რამდენიმე ელჩი წამოვედით, ლევან მიქელაძემ დაიწყო ეს, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ, ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ესეც. სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ყველაზე დიდი შეუთავსებლობა პირადად სააკაშვილთან და მის რეჟიმთან, რაც ხდებოდა. ეს ძალიან რთული პროცესი იყო, შემდეგ უკვე სამხედრო აგრესიაში ჩვენი ჩაბმა, ბუნებრივია, – ამის შესახებ დიპლომატმა ვიქტორ დოლიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2009 წლიდან უკვე თანამოაზრეებთან ერთად, პოლიტიკაში ჩაება, ვინაიდან, “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით ყოფნა და რეჟიმთან შეგუება, მაშინ წარმოუდგენელი იყო. ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ დღესაც ბევრი მისი კოლეგა არ ეთანხმება კონკრეტულ საკითხებს, თუმცა, ბევრი მათგანი არ ახსოვს არც “ნაცმოძრაობის” პერიოდში, როდესაც ისინი კარგად ეგუებოდნენ არსებულ ვითარებას და არც 2025-16 წლებში, ევროინტეგრაციის გზაზე ახსოვს მათი ძლიერი მხარდაჭერა.
“ლევან მიქელაძე იმ პერიოდში უკვე წასული იყო, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ წავიდა. იგი ასაკითაც და გამოცდილებითაც უფროსი იყო, ჩვენი უფროსი მეგობარი იყო და ეს პატივია ჩემთვის, რომელმაც მაშინ გვთხოვა რამდენიმე მეგობარს, რომ თქვენ არ იჩქაროთ ბიჭებო ამის გაკეთება დღეს, იმიტომ, რომ თქვენ ბოლომდე კიდევ რაღაცები გაქვთ მისაყვანი. მაშინ გაეროში განიხილებოდა ს რეზოლუცია, მე მქონდა ეუთო-ში გასაზრდელი მონიტორების რიცხვი ომის შემდგომ პერიოდში, 2008 წლის დეკემბრამდე, იმიტომ, რომ მინისტერიალზე მტკიცდებოდა ამგვარი შეთანხმებები.
მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ ჩვენ იქ და 2009 წლის უკვე 1 იანვრიდან უკვე თბილისში ვიყავით, როდესაც ჩავებით პოლიტიკურ ცხოვრებაში. სულ არ იყო ეს ჩემი თვითმიზანი, მაგრამ ამის შეგუება და მათ გვერდში ყოფნა, იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი იყო. დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მე შეიძლება ყველას გადაწყვეტილებას პატივი ვცე, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში – იქ სულ რამდენიმე ადამიანი იყო და ძალიან კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას, ეს არ ეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს, ეს ეხება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იქნებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. მე არ მახსოვს არც იმ პერიოდში და არც მერე, 2005-16 წლები, ან 2012 წლიდან, რაიმე გვერდში ძლიერი დგომა ან მათ მიერ გაწეული საქმიანობა.” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
Next: ევროპარლამენტარებისთვის მიკითხავს, არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე გველაპარაკებით, იგი დამნაშავეა თუ არა – საერთოდ არ მაინტერესებს დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის იყოს გარეთ – ამდაგვარი პოლიტიკური მხარდაჭერაც ჰქონდათ

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას