თბილისის მერიის ცნობით, 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის განმავლობაში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
მერიის თქმით, სამუშაოები ოთხ ეტაპად ჩატარდება:
“პირველ ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, მუხრან მაჭავარიანისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე. სამუშაოები იწარმოებს მხოლოდ ღამის საათებში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ხოლო დღის განმავლობაში მოხსნილი იქნება სქემით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა და ავტომობილები შეძლებენ შეუფერხებლად გადაადგილებას. შეზღუდვის პერიოდში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცალმხრივად იმოძრავებენ, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით. ხოლო მ. მაჭავარიანის ქუჩიდან ვ. თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით, მ. მაჭავარიანის, ვ. თოფურიძის შესახვევისა და ვ. თოფურიძის ქუჩების გამოყენებით. I ეტაპის პარალელურად იწარმოებს II, III და IV ეტაპის სამუშაოებიც. II ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 5 დეკემბერს 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე. III ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 6 დეკემბერს 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე. IV ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე. II, III და IV ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, შევიწროვდება საავტომობილო გზა, თუმცა მოძრაობა დარჩება არსებული მდგომარეობის შესაბამისად და ავტომობილები ვ. გოძიაშვილის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ორმხრივად,” – ნათქვამია განცხადებაში.