დღეიდან პარლამენტარების ხელფასები 2,5-ჯერ გაიზარდა

საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასები იზრდება. პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასი 2,5-ჯერ იზრდება.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, დეპუტატების ხელფასები ფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ყოველწლიურ საბაზისო ხელფასსა და კანონით გათვალისწინებულ კოეფიციენტს მიება. ამ კანონით დეპუტატებმა საკუთარ ანაზღაურებად კანონით დადგენილი ზედა ზღვარი განისაზღვრეს.
კანონპროექტის ინიციირებიდან მის მიღებამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დოკუმენტში ხელფასების საკითხზე ცვლილებები არაერთხელ შეიტანეს.
დღეს პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარია, კანონპროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით ის თითქმის ორჯერ, 8250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ხელფასი არა ორჯერ, არამედ ორნახევარჯერ უნდა გაზრდილიყო.
კიდევ უფრო მაღალი ხელფასია გათვალისწინებული პარლამენტის თამჯდომარისთვის; მისი მოადგილისთვის; კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის.
თუკი დეპუტატები კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის შესაბამისად გაიზრდიდნენ ხელფასს, პარლამენტის ყოველწლიური ხარჯი 5,7 მილიონით გაირზებოდა. ახლა ხარჯი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
მომავალი წლიდან პარლამენტარების ხელფასები მიბმული იქნება „საბაზო თანამდებობრივ სარგოზე“, რომელიც ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1460 ლარია, რაც მრავლდება პარლამენტში 2024 წლის მარტში მიღებული კანონით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ კოეფიციენტებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა