დღეიდან ოქროს ზოდების შემოტანაზე დღგ-ს გადასახადი მოიხსნა

დღეიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც ოქროს ზოდების საქართველოში შემოტანაზე დღგ-ის (დამატებითი ღირებულების) გადასახადი მოიხსნა. დღგ საქართველოში 18%-ია.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 12 ნოემბერს დაამტკიცა, ხოლო „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 14 ნოემბერს მოაწერა.
· მიღებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, რა თავისუფლდება დღგ-ის გადასახადისგან, დაემატა უ1 ქვეპუნქტი – საინვესტიციო ოქროს იმპორტი.
· ამავე კანონში შეტანილი ცვლილებებით დადგინდა, რა არის საინვესტიციო ოქრო: „არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ