დღეიდან მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობების წესების დარღვევისთვის ჯარიმები დღეიდან შედის ძალაში. ამის შესახებ მან თბილისის მერიის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა.
„მინდა შევეხო უნებართვო, ან სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ჯერ კიდევ 2017 წელს დავიწყეთ პრობლემის მოგვარება, მიღებულია კანონპროექტი, რომლითაც გავზარდეთ სანქციები, დანაშაული ზოგიერთ შემთხვევაში გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, თუმცა ზოგიერთი მშენებლობისთვის ეს შემაკავებელი არ აღმოჩნდა. მომზადებული და მიღებულია კანონპროექტი, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში“, – განაცხადა კალაძემ.
კერძოდ, თბილისის მერის თქმით:
ახალი კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაჯარიმდება 250 ათასი ლარით, ნაცვლად 25 ათასი ლარისა;
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისთვის დაჯარიმდება 200 ათასი ლარით, ნაცვლად 20 ათასი ლარისა;
ჯარიმები გამკაცრდა პირველი და მეორე კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობისთვის: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მესამე კლასის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარი, ნაცვლად 10 ათასი ლარისა, ხოლო მეოთხე კლასის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 75 ათასი ლარი, ნაცვლად 15 ათასი ლარისა.
თბილისის მერის თქმით, კანონის გამკაცრების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები