დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. მეტროსადგურში მუშაობა 07:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათზე დასრულდება.
მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ ნაცვლად მარჯვენისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურს მარჯვენა ესკალატორით დატოვებენ.
