დღეიდან ევროპარლამენტში ევროკომისრობის კანდიდატთა მოსმენა იწყება

დღეიდან ევროპარლამენტში ევროკომისრობის კანდიდატების მოსმენა იწყება. 12 ნოემბრამდე ევროპარლამენტის წევრების წინაშე ევროკომისრების თანამდებობაზე 26 კანდიდატი წარდგება.
საპარლამენტო კომიტეტებში თითოეული კანდიდატისთვის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისთვის სამი საათია გათვალისწინებული.
მოსმენა ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცების ბოლო ეტაპია. მანამდე, ოქტომბერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების ფინანსური დეკლარაციები შეისწავლა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამოსავლენად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა სექტემბერში წარადგინა.
ფონ დერ ლაიენმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრად მარტა კოსი წარადგინა, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი. საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი