დღეიდან, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე დღეს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს – ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს