დღეიდან, 5 აპრილიდან საქართველოში ამინდი უარესდება. გარემოს ერვონული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
5-7 აპრილის პროგნოზი ასეთია:
· თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერი დღისით +20, +22 გრადუსამდე გათბება;
· სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება;
· დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) იწვიმებს. ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება;
· დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): წვიმას ელიან. ჰაერი დღისით +20, +22 გრადუსამდე გათბება;
· დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება;
· ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ამ რეგიონშიც ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ტემპერატურა +22, +24 გრადუსი იქნება;
· კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება;
· აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარადები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება;
· აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.
ფორუმი
