დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე მოწყვლადი ფენა არის მოზარდი – ის მარტოა დარჩენილი ციფრულ მედიასთან, ინტერნეტთან. არავითარი შერჩევა არ ხდება იმისა, თუ რა უნდა ნახოს – პაატა ჩხეიძე

დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე მოწყვლადი ფენა არის მოზარდი – ის მარტოა დარჩენილი ციფრულ მედიასთან, ინტერნეტთან. არავითარი შერჩევა არ ხდება იმისა, თუ რა უნდა ნახოს – პაატა ჩხეიძე
ყველაზე მოწყვლადი ფენა არის მოზარდი და მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ის მარტოა დარჩენილი ციფრულ მედიასთან, ინტერნეტთან. არავითარი შერჩევა არ ხდება მისთვის იმისა, თუ რა უნდა ნახოს. ამას ოჯახი ვერ ახერხებს, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტმა, პროფესორმა პაატა ჩხეიძემ განუცხადა.
პროფესორმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებია, ლგბტ პროპაგანდა ტრადიციების, ფასეულობებისა და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მთავარ იარაღად იქცა.
„ერთი მხრივ, დავარქვათ „პროგრესისტული ძალები“ და მეორე მხრივ, ტრადიციული ძალები ერთმანეთთან არიან მძაფრ ჭიდილში. ინგლისელი ფილოსოფოსი როჯერს კრუტონი ამ მოვლენებს სეკულარიზაციის მეორე ეტაპს უწოდებდა. ვფიქრობ, რომ უკვე მესამე ეტაპს ვიწყებთ, რადგან მძაფრი შეტევაა ისეთ ღირებულებებზე, როგორიც არის ეკლესია“, – განაცხადა პროფესორმა პაატა ჩხეიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა