დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება

დღევანდელ სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ დაესწრება და არც დისტანციურად ჩაერთვება. განცხადება პროცესის წინ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.