დღევანდელ დღეს სააკაშვილის აგენტურულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მიუტევებელი ქმედებები ერის წინაშე, ეს თავად სააკაშვილის ხელისუფლებამ დაადასტურა, როდესაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რითაც აღიარეს, რომ ომი თავად დაიწყეს

დღევანდელ დღეს სააკაშვილის აგენტურულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მიუტევებელი ქმედებები ერის წინაშე, ეს თავად სააკაშვილის ხელისუფლებამ დაადასტურა, როდესაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რითაც აღიარეს, რომ ომი თავად დაიწყეს
„ნაცმოძრაობამ შეასრულა რა უცხო ძალების დავალება, ქვეყანაა ჩააბა წინასწარვე წასაგებად განწირულ ომში. გმირი ჯარისკაცები შეატოვა მტერს. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები კი ერთიმეორეს თხებივით ახდენდნენ გამშვებ სასაზღვრო პუნქტებზე ერთმანეთს რათა თავი გადაერჩინათ.“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით.
„დღეს უდიდესი ტრაგედიის დღეა. დღევანდელ დღეს სააკაშვილის აგენტურულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მიუტევებელი ქმედებები ღვთისა და ერის წინაშე.
ნაცმოძრაობამ შეასრულა რა უცხო ძალების დავალება, ქვეყანაა ჩააბა წინასწარვე წასაგებად განწირულ ომში. გმირი ჯარისკაცები შეატოვა მტერს. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები კი ერთიმეორეს თხებივით ახდენდნენ გამშვებ სასაზღვრო პუნქტებზე ერთმანეთს რათა თავი გადაერჩინათ. უფრო მეტიც უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მეთაურობით უმოწყალოდ ძარცვავდნენ სამხედროებს, რითაც უმოკლეს პერიოდში იქცნენ მილიარდელებად.
ეს რომ ასე იყო დაადასტურა თავად სააკაშვილის ხელისუფლებამ, როდესაც მათ ხელი მოაწერეს საქართველოსათვის კაპიტულანტურ ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას, რითაც ოღონდაც ხელისუფლება შეენაჩუნებინათ და აღიარეს, რომ თავად დაიწყეს ომი.
უპატრონოდ მიტოვებული დაღუპული გმირი ქართველი ჯარისკაცების სხეულები აგვისტოს მცხუნვარე მზეზე იხრწნებოდა. ხოლო სააკაშვილის ხროვა რუსთაველზე საინფორმაციო საშუალებებით მოტყუებულ-გაბითურებულ მოსახლეობას გამარჯვებას აზეიმებდა.
ომის დამთავრებიდან უმოკლეს ხანში ს მოქალაქე გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც სექტემბერში მოსკოვს სთხოვდა ქართული კულტურის დღეების გამართვას დანიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. ამის შემდეგ კი ნაცხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს უწესებს უვიზო რეჟიმს და თავად პრეზიდენტი სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე ეპატიჟება ქართული ღვინოებით სავსე კალათებით ხელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს.
რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო კაცმა ამ უსამშობლოების, გამყიდველების და მოღალატეების ანტიქართული ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედების…“-წერს გვენეტაძე.
Previous: რაც არ უნდა უარყონ და პარტ-ჟურნალისტებმა ალოგიკური კითხვებით გამიზნულად ხელი შეუშალონ აგვისტოს ომზე სიმართლის მთქმელ რესპოდენტებს, ფაქტებს ვერ გაექცევიან, ვერც მოიწმენდენ იმ ღალატს, რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე

ასევე დაგაინტერესებთ

ტრამპის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება უფრო „განზრახვების მემორანდუმია“, ვიდრე სრული სამშვიდობო ხელშეკრულება – პოლიტიკური ნების დეკლარაციაა და არა სამართლებრივი საყრდენი