დღევანდელი ხელისუფლება, ჩვენ ქვეყანას უმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო წესრიგში – იმათმა დაუკრან ტაში ჟიგიმატასებს და როთებს

საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს ახალ მსოფლიო წესრიგში, რაზეც ანკარაში გამართული უმაღლესი დონის მიღებაც მეტყველებს. რაც შეეხება ოპოზიციას, შაქარიშვილის განცხადებით, მათ შეუძლიათ ჟიგიმანტას პავილიონისის და მიხაელ როთის მსგავს ფიგურებს დაუკრან ტაში.
“იზოლაციაში მყოფი” მთავრობის მეთაურის, უმაღლესი დონის მიღება NATO-ს წევრი უძლიერესი სახელმწიფოს და რეგიონალური ლიდერის – თურქეთის დედაქალაქში! იმათმა დაუკრან ტაში ჟიგიმატასებს და როთებს… დღევანდელი ხელისუფლება, ჩვენ ქვეყანას უმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო წესრიგში!” -წერს ვატო შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში