“დღევანდელი ღამე შედგა” – ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით 9 საათზე აქციის ორგანიზატორმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა მადლობა გადაუხდეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომლებიც ახალი ს მოთხოვნით 17 ნოემბრის საღამოს 20 საათიდან იმყოფებოდნენ ჭავჭავაძის გამზირზე ღამე კარვებში გაათიეს, ნაწილი კი ქუჩაში დანთებულ კოცონთან იმყოფებოდა.
“დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში”,- განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ თავის მიმართვაში. მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთის შეცვლა, რათა არ დაიღალონ „წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა, იმიტომ რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო“.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, „ბევრს ეგონა, რომ ხალხი არ იქნებოდა მაგრამ იყვნენ“. ვაშაძის თქმით, გადავიდნენ “პროტესტის ახალ ფორმაში“ “კარგად დაორგანიზდნენ“ და “პროტესტი დაპირებისამებრ გრძელდება 24 საათის განმავლობაში საღამოს 8 საათამდე“.
“კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერის ს განცხადებით “დადასტურდა რომ ძალა განსხვავებულთა ერთობაშია” მისი თქმით, “დღევანდელი არაორდინარული შეკრება იქნება ერთ-ერთი ისტორიული შეკრება რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით, ჩვენ უნდა ვარყიოთ ის. სანამ არ ჩამოვანგრევთ“, მელიას თქმით ქუჩა არის მათ ხელთ არსებული “ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და ეს პროცესი აღარ შეჩერდება”.
დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, შეკრების ორგანიზატორ ლიდერებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროტესტი გაგრძელდება 18 ნოემბრის საღამოს 8 საათზე 24 -საათიანი აქციის დასრულების შემდეგ.
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია 17 ნოემბერს საღამოს 8 საათზე დაიწყო, დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად დიდი ზომის სამი კარავი გაშალეს შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს.
გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.
ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. მოელოდნენ, რომ ისინიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებოდნენ, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მყოფმა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ “მორჩა სეირნობა” და “აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებითო”.
“ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილების მოწოდების შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა სცენიდან გამოაცხადა, რომ უნდა შეერთებოდნენ მეგობრებს და დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირისკენ დაიძრნენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.