“დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას” – ილიკო სუხიშვილი

“სუხიშვილების” ხელმძღვანელი რუსული კანონის წინააღმდეგ – ილიკო სუხიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “რეჟიმად” მოიხსენიებს.
“დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას”– თქვა ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა რამდენიმე საათის წინ “ტვ პირველის” ეთერში.
“ჩვენ ფაქტობრივად გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვდივართ აქედან” – ამბობს ილიკო სუხიშვილი.
საერთოდ არ მესმის, ნუთუ არ არის ისეთი კანონი, რომელიც პირიქით, დაგვაახლოვებს ამ პერსპექტივასთან – ჩემი აზრით, დასავლეთის თვალით ახლა ჩვენ გვიყურებენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ამ პერსპექტივას. არ მგონია ეს ლამაზად ჩანდეს. ყოველ ჯერზე, როცა ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, ჩვენ ფაქტობრივად გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვდივართ აქედან – საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია, გვაშორებს ამ თავისუფალ პერსპექტივას”- თქვა ილიკო სუხიშვილმა TVპირველის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ