დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს – მამუკა მდინარაძე

დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს –
ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ დაეკავებინა მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორანით შემოსაპარად დასჭირდა და შემიძლია აქვე დავამატო, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გაიხსენოთ, სად იყო მაშინ სააკაშვილი, იმ დღეებში, როცა გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს.
საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება. შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, წარმოიდგინეთ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული “ნაციონალურ მოძრაობის” ძველი ფლანგი. ერთ-ერთი პირველი და მთავარი დავალება სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება, მათთვის მიცემული დავალება.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.