დღევანდელი ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძის რეინკარნაციაა – შალვა პაპუაშვილი

ამას თავისი მიზანი აქვს, რომ ჩამოაყალიბონ ანტაგონიზმი, ზიზღი ხელისუფლების, მათ შორის სახელმწიფოს მიმართ, რომ მივიდეს დაპირისპირებამდე ეს ურთიერთობა და შემდეგ სადღაც გაწყდეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი Live“ ოპოზიციის ქმედებებთან და მიზნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალების ორგანიზებული ქმედებები იმიტომ არის ანტიეროვნული და არაქართული, რომ მათი ქმედებები არის გარედან მართული.
„გვახსოვს, ქალბატონი ლორა თორნტონის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის იმედგაცრუება, რომ სისხლი არ დაიღვარა და გვამი ვერ იხილა საქართველოში. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომებიც იყო. ვხედავდით განვლილ წლებში როგორ ხდებოდა გადამზადება ამა თუ იმ ჯგუფისა, მომზადება სწორედ ექსტრემისტული მეთოდებით სახელმწიფოს თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლისა და ვხედავთ მათ შორის გარკვეული ხანია ამის პრაქტიკულ რეალიზებას.
აი, ის მატრაკვეცობა, რაც ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან, -ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ერთმანეთს რომ ასწრებდნენ, რაიმენაირად ფეხი შეეყოთ და დასწრებოდნენ ღონისძიებას შორიახლოდან, ესეც ხომ ამის დასტურია, რომ რამდენად აკნინებენ საერთოდ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძეს შეადარა და თქვა, რომ დღეს რადიკალების მიზანია შემოუძღვეს სანქციებს საქართველოში.
„მათ სურთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდეს ქვეყნის გარეთ. პირდაპირ რეინკარნაცია არის დღევანდელი ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძის. ადრე სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა წითელ არმიას, ჯარს და ისინი დღეს უძღვებიან და უნდათ, რომ შემოუძღვნენ სანქციებს. რაც ადრე იყო იარაღი და ტანკი, დღეს ზოგიერთი ჯგუფისთვის სანქციები იქცა ასეთ იარაღად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში