ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Marca-სთან ინტერვიუში არბიტრებისა და VAR-ის მუშაობა გააკრიტიკა. მან დღევანდელ მსაჯობას “მაფია” უწოდა და მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილებებს ისეთი ადამიანები იღებენ, რომლებსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშიათ.
“დღევანდელი მსაჯობა მაფიაა. მათ არ სურთ VAR-ში ჩართონ ყოფილი ფეხბურთელები, რომლებმაც იციან ამ სპორტის მოძრაობები. ამის გამო, ისინი ხშირად შეცდომებს უშვებენ, რადგან არ იციან ზუსტად როგორია ფეხბურთელის სწორი და არასწორი მოძრაობა.
მაგალითად, როდესაც მოთამაშეს სახეში ურტყამენ და ის ეცემა მაშინვე უსტვენენ, მაგრამ ამას რატომ აკეთებენ?! – თუ მე 1,90 ვარ და მეტოქე 1,75-ია, ჩემი ხელი მისი სახის დონეზეა. ეს მაღიზიანებს”, – თქვა კაპელომ.
“სპორტინგმა” “ვესტ ჰემისგან” ბრაზილიელი შემტევი შეიძინა
“ვენესუელა თავისუფალია” – მალდინი მადუროს დაკავებამ გაახარა
ჰარი კეინმა “ბაიერნთან” კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
“პსჟ თუ “არსენალი”? – კაპელომ გამარჯვებული ივარაუდა
“120 მილიონი რაში დახარჯეს?” – კაპელომ “მილანი” გააკრიტიკა
კაპელო: “კვარა” პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
“რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ” – კაპელომ “ნაპოლიზე” ისაუბრა
კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც “ნაპოლიში” პირველ სეზონში
კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის



