დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე

დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე
ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკოს წინააღმდეგ.
„გასაგებია, რისთვისაც ემზადება ოპოზიცია, იციან მათ, რომ აგებენ არჩევნებს, თან ძალიან მძიმედ აგებენ. ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე და ამას უკავშირდება ბუნებრივია ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკოს წინააღმდეგ. აბსოლუტურად უსუსურია ეს კამპანიები, შესაბამისად, წარმატების შანსი არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში