“დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ” – სააკაშვილი

“ვივა მედიდან” სასამართლოში ჩართვის დროს მიხეილ საააკაშვილმა გააკეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა პიჯაკების საქმეზე მიმდინარეობს. განხილვა ფინალურ ეტაპზეა.
დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ. და თქვენ არ მოხსენით გრიფით საიდუმლო ამ მთავრობის ხარჯებს მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მე გაგემტყუნებინეთ. ეს არის არა მხოლოდ ჩემი დაცინვა და საქართველოს დაცინვაა, არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება და მისი დაცინვა, რომ თქვენ მისი გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში. ამერიკის პრეზიდენტსაც ასამართლებთ თქვენ დღეს. თითიდან გამოწოვილია, ჰილარის კლინტონის რედბულით დაწყებული, დამთავრებული პრეზიდენტს კაჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინით და პრეზიდენტ ტრამპის გამასპიძლებით და მეორეს მხრივ, 15 მლრდ დოლარი, რომელიც მე დავუმატე საქართველოს. სინამდვილეში, თქვენ 8 მლნ ე.წ. გაფლანგვისთვის კი არ მასამართლებთ, თქვენ მასამართლებთ იმისთვის, რომ საქართველოს 15 მლრდ დავამატე, – განაცხადა სააკაშვილმა.