დღევანდელი მეტოქეები და მალე თანაგუნდელები? – კვარაცხელია და იამალი შესაძლოა, ერთად მსოფლიო გრანდში აღმოჩდნენ

ესპანური Mundo Deportivo გვაუწყებს, რომ პსჟ მსოფლიოში მორიგი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერისთვის ემზადება. პარიზელები მალე “ბარსელონას” 16 წლის ამომავალი ვარსკვლავის ლამინ იამალის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს შესთავაზებენ!
ლიგა 1-ის ჩემპიონები “რეალში” გადაბარგებული კილიან მბაპეს შემცვლელს აქტიურად განიხილავენ და ასეთად სწორედ 16 წლის შემტევი ესახებათ.
თავის მხრივ, “ბლაუგრანას” ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა არ უნდა და ის ლიონელ მესის მემკვიდრედ ესახებათ, თუმცა კატალონიელთა ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, ყველაფერი შესაძლებელია.
სხვა მხრივ, პსჟ აქტიურად განაგრძნობს კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობასაც. ყველაფერი დანამშვდილებით მას შემდეგ გვეცოდინება, რაც
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დაასრულებს და თავად “კვარამაც” თქვა, რომ თავის მომავალზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
შეახსენებთ, რომ ხვიჩა და იამალი დღეს სწორედ ერთმანეთის მეტოქეები იქნებია. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში