დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და ქართულ საზოგადოებასთან არ აქვს შემხებლობა, ამიტომაცაა მათი მხრიდან დუმილი

დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და ქართულ საზოგადოებასთან არ აქვს შემხებლობა, ამიტომაცაა მათი მხრიდან დუმილი
მარტივი ჭეშმარიტებაა – დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და არანაირი შემხებლობა ქართულ საზოგადოებასთან და შესაბამისად საზოგადოებრივ ინტერესებთან არ აქვს! – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი , პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებას, რომლის თანახმად, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი დუმს, სივრცე კი მსჯელობისთვის ღიაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი გავლენის ბენეფიციარს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, სანამ კონკრეტულ მითითებას არ მიიღებენ, მანამდე ამ საკითხზე მათი დუმილი გაგრძელდება.
“მარტივი ჭეშმარიტებაა – დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და არანაირი შემხებლობა ქართულ საზოგადოებასთან და შესაბამისად საზოგადოებრივ ინტერესებთან არ აქვს! ამიტომაცაა მათი მხრიდან დუმილი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტულ დავალებას არ მიიღებენ! დღეს, “არასამთავრობო სექტორის” 90% წარმოადგენს, გავლენის ბენეფიციარს და ნურც გვექნება მოლოდინი, რომ სხვა ქვეყნის სამსახურში ცალ ფეხზე მდგარი “NGO” პარაზიტები, ქართული საზოგადოების ინტერესებს დააკმაყოფილებენ!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
Previous: რაღაც მზაკვრობას აქვს ადგილი, სავარაუდოდ „ლგბტ პროპაგანდის კანონზე” “მუშაობაზე” თავის არიდებას ცდილობს – ლევან ნიკოლეიშვილი ვაშაძეზე

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ