PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ბიუჯეტში გადასახადების ზრდა/შემცირებას ეხმაურება. გიორგი ხიშტოვანი ყურადღებას ამახვილებს დღგ-ს კლებაზე და აღნიშნავს, რომ დღგ-ს გადასახადის შემცირება ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშანია.
„2025 წლის იანვარში, 2024 წლის იანვართან შედარებით დღგ-დან შემოსავლების 1%-იანი კლება ეკონომიკური კრიზისის პირველი სიგნალია (შედარებისთვის, 2024 წლის იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით დღგ-დან სახელმწიფო შემოსავლების 13,4%-იანი ზრდა გვქონდა; 2023-ის წლის იანვარში, 2022-ის იანვართან შედარებით, 23,5%-იანი ზრდა);
სხვა გადასახადების კატეგორიის გამოკლებით, ჯამში, ნომინალში, ამოღებული გადასახადების მხოლოდ წლიური 4%-იანი ზრდა სერიოზულად დამაფიქრებელია (განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით, წლიური 15%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა);
აქციზიდან შემოსავლების კლება, სავარაუდოდ, იხსნება იმპორტიორების მხრიდან სტოკის ზებუნებრივი ზრდით 2024 წლის ბოლოს;
წლების უკეთესად შედარების მიზნით, კატეგორია სხვა გადასახედები ამოღებულია ცხრიდან; 2024-ის იანვარში, თითქმის 110 მილიონი ლარის მანამდე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები დაუბრუნდათ უკან მეწარმეებს ბიუჯეტიდან, მაშინ როდესაც, 2025-ის იანვარში, 23 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წლის იანვარში, 60 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფომ სხვა გადასახადებისგან“, – წერს გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში და ცხრილს აქვეყნებს.