დუშეთში მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „წითელი ნუსხით“ დაცულ მურა დათვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, მურა დათვი მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს.
მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.