დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, პანსიონატში მცხოვრებ შშმ პირებსა და თანამშრომლებს, საპარლამენტო სთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია, რომ უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების და შესაფერისი საარჩევნო გარემოს შექმნა.
შშმ პირებმა, თანამშრომლებთან ერთად, იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. კერძოდ, ბენეფიციარებმა, პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების – ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა