დუშეთის მუნიციპალიტეტში „წითელი ნუსხით” დაცული მურა დათვი მოკლეს – უკანონო ნადირობის ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს „წითელი ნუსხით” დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს. მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფოტო შემთხვევის ადგილიდან:

ასევე დაგაინტერესებთ

გამამართლებელი განაჩენი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ახობაძეს ან აბრამოვს ნარკოტიკი არ ჰქონიათ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, მოქმედებს კანონის და კონსტიტუციის მიხედვით და არა ვინმეს პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით