“დუტა მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, მარ­ტო ხარო? ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში არ მით­ქვამს” – Marao

სულ ცოტა ხნის წინ პოპულარული შოუს “ვინ ვინ არის” გამარჯვებული გამოვლინდა. შოუ ირაკლი კავსაძემ მოიგო. დღევანდელ ჩვენს სტატიაში კი ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილის, კრისტი ყიფშიძის შესახებ მოგიყვებით, რომელსაც პეპ­ლის კოს­ტი­უ­მი ჰქონდა მორგებული.
კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და “ინსტაგრამის” გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
კრისტის გამომწერებში განსაკუთრებულ სიყვარულს იწვევს მისი სტილი და ჩაცმულობა. მოდელი სხვადასხვა დახვეწილ და ელეგანტურ სამოსში ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
კრისტი ყიფშიძე ახლა 46 წლისაა, სამოდელო კარიერა კი 29 წლის წინ დაიწყო: “1994 წელი იყო, ურთულესი დრო, არსად არაფერი არ ხდებოდა. იყო მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული სივრცე – სასტუმრო „მეტეხი“ და სწორედ იქ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება შედგა, სადაც ძალიან ცნობილ გოგონებთან ერთად: ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე („მის საქართველო“), მეც გამოვედი… მაშინ მივხვდი, რომ ეს ის სფერო და საქმე იყო, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა… საერთოდ, როცა რამეს აკეთებ, ნებისმიერ პროფესიაში ასეა, – უნდა გიყვარდეს, გულით აკეთო და შენი მოწოდება უნდა იყოს. ასე ადამიანს ყოველთვის კარგი შედეგები აქვს. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დროს სხვანაირად დავიწყე ჩემი თავის შეფასება და დაფასება” – ამბობდა კრისტი.
“თე­ბერ­ვლის თვის ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დუტა მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, მარ­ტო ხარო? დუ­ტას­თან ვმე­გობ­რობ, მისი ზარი არ გამ­კვირ­ვე­ბია, მაგ­რამ შე­სა­ვალ­მა ცო­ტა­თი და­მაბ­ნია, – რა ხდე­ბა-მეთ­ქი? ოთა­ხის კარი ჩა­კე­ტე, რა­ღაც უნდა გი­თხრა და მინ­და მარ­ტო იყოო. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლო, პრო­ექ­ტში “ვინ ვინ არის?” ჩარ­თვა შე­მომ­თა­ვა­ზა. ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, მთლი­ა­ნი გა­და­ცე­მა – არას­დროს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი მქონ­და ნა­ნა­ხი. მა­გა­ლი­თად, მა­ნი­კას ნიღ­ბის მოხ­სნა. დუ­ტამ მი­თხრა, კარ­გად და­ფიქ­რდი და გად­მო­მი­რე­კეო. მოკ­ლედ, შე­ვე­დი ინ­ტერ­ნეტ­ში, ამ გა­და­ცე­მის გვერ­დი მო­ვი­ძიე, ყვე­ლა­ფერ­ში გა­ვერ­კვიე და ჩავ­თვა­ლე, რომ ეს ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბო­და. მგო­ნი, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე ერთხელ მა­ინც იმ­ღე­როს. მი­თხრეს, თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იცო­დე, ეს გზა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, ამ­ბა­ვი სა­ი­დუმ­ლოდ უნდა შე­ი­ნა­ხო, ოჯა­ხის წევ­რებ­საც არა­ფე­რი უნდა უთხრაო. ეს იდუ­მა­ლე­ბა ჩემ­თვის კი­დევ უფრო დიდი აზარ­ტი აღ­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ, რაც დუ­ტას თან­ხმო­ბა გან­ვუ­ცხა­დე, ჩემს პრო­დი­უ­სერს, ნი­ნუ­ცა ყა­ჭი­აშ­ვილს შევ­ხვდი და ამ დღი­დან ჩემი იდუ­მა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.
სულ რა­ღა­ცას ვი­ტყუ­ე­ბო­დი. ვინ­მე თუ და­მი­რე­კავ­და და იქ ვი­ყა­ვი, რა­ღა­ცას ვი­გო­ნებ­დი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხში­რად მწერ­დნენ, სად ხარო? ბუ­ნებ­რი­ვია, მა­თაც ვა­ტყუ­ებ­დი: ხან ვამ­ბობ­დი, გა­და­ღე­ბა­ზე ვარ, ჯერ ვერ მო­ვალ-მეთ­ქი. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის დროს ვთქვი, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი და გვი­ან დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში არ მით­ქვამს”, – ამბობდა კრისტი ყიფშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ