“დურუჯის” ლაურეატებმა პრემიის დამფუძნებელს ლაშა პაპაშვილს მიღებული ჯილდოები, პროტესტის ნიშნად, უკან დაუბრუნეს. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს.

მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ.
პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია.
ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტსაც ახლა ვაგროვებთ, რათა გადავრიცხოთ გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!
არა მოძალადე რეჟიმს!
მოვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს!
თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!” – ნათქვამია პრემიის ლაურეატების განცხადებაში.

დავით გაბუნია;
მიხეილ ჩარკვიანი;
სანდრო ნიკოლაძე;
გია სურმავა;
თორნიკე გოგრიჭიანი;
დათა თავაძე;
ნატუკა კახიძე;
ალექს ჩიღვინაძე;
თამთა მელაშვილი;
ქეთა შათირიშვილი;
დათო საყვარელიძე;
კახა კინწურაშვილი;
თამრი ოხიკიანი;
გეგა გაგნიძე;
პაატა ციკოლია;
ოთარ ქათამაძე;
ნინო კასრაძე;
ანკა კალატოზიშვილი.