დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი კრემლის პროპაგანდისტულ რიტორიკას აგრძელებს და დასავლეთს აკრიტიკებს. ვოლოდინის მტკიცებით, “ევროპული პოლიტიკა სიძულვილით არის მოწამლული, ხოლო ვაშინგტონი და ბრიუსელი ავიწროებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმებათ”.
ვოლოდინი საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს გამოესარჩლა და მაგალითად მისი განცხადება მოიყვანა, როდესაც მან მუქარაში ევროკომისარი დაადანაშაულა.
“ევროპული პოლიტიკა მოწამლულია სიძულვილის ატმოსფეროთი, რომელიც გამსჭვალულია ძალადობის კულტით მათ მიმართ, ვინც დამოუკიდებელ თვალსაზრისს ინარჩუნებს, რომელიც არ ემთხვევა აშშ-ს ხელმძღვანელობით დასავლური ელიტების ნეოკოლონიურ ინტერესებს. ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან მათი შევიწროება, ვინც არაა მზად მათ ბრმად დაემორჩილოს. მაგალითები საკმარისია: უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო, სერბეთი, სერბთა რესპუბლიკა ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში. პირდაპირ ძალადობამდე მიდის.
როცა სლოვაკი დეპუტატები, თავიანთ პრემიერმინისტრზე თავდასხმას განიხილავენ, ამბობენ, რომ ამერიკული ლიბერალური მედია შეგნებულად არ აცხადებს, რომ ტერორიტი, რომელსაც რობერტო ფიცოს მკვლელობ სურდა, პროუკრაინელი პოლიტიკური ფაატიკოსია. ვაშინგტონი ავრცელებს ტყუილს, რათა დამალოს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ძალადობა მათივე აქტივისტების მიერ გამოიყენება. ეს სიტუაცია ერთადერთი არაა.
როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, მასთან საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა რიგი ზომებით დააშინა, რომელთა მიღებაც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში თუ უცხოელ აგენტებზე ვეტოს დაძლევენ და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერე თავდასხმა მოიყვანა: ხედავ ფიცოს რა მოუვიდა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო. მუქარა, შანტაჟი და ძალადობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკის საფუძველი გახდა. ამას არ შეიძლება ზედაპირულად შევხედოთ და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ განხილვებით და განცხადებებით. ყოველი ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ”, – წერს ვოლოდინი Telegram არხზე.
***
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრის მაგალითი მოუყვანა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ესროლეს. თავის ფეისბუქპოსტში ის არ ასახელებდა, ვისთან ჰქონდა საუბარი.
აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ კობახიძეს ის ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იქნა ამოღებული.
“ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი იყო არამხოლოდ მთლიანად ამოგლეჯილი კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის ისე წარდგენილი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულად არასწორი ინტერპრეტაცია”, – აღნიშნულია ევროკომისრის განცხადებაში.