დუმილის დრო არაა. მოგიწოდებთ “ელმავალმშენებელის” თანამშრომლებს, ჩაერთოთ საქართველოს გადარჩენის საქმეში – ირაკლი ჭითანავა

სს “ელმავალმშენებლის” დამფუძნებელი, ირაკლი ჭითანავა კომპანიის თანამშრომლებს მოუწოდებს, საქართველოს გადარჩენის საქმეში ჩაერთონ.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა დუმილის დრო არ არის.
“ასე მოქცევა არ შეიძლება, საქართველო არ გაიცვლება ბიძინა ივანიშვილის ფულში. ჩვენი შვილების სიცოცხლის გაწირვა არ შეიძლება ერთი ადამიანის ინტერესებში. დღეს გვართმევენ სამშობლოს, სახლში ჯდომის დრო არ არის.
როგორც დამფუძნებელი, მოგიწოდებთ სს “ელმავალმშენებელი”-ის თანამშრომლებს ჩაერთოთ საქართველოს გადარჩენის საქმეში. ქარხანა და სამუშაო ადგილი წაგვართვეს, ახლა სამშობლოს გვართმევენ, დუმილის დრო არ არის. მეგობრებო, დღეს თუ თქვენ დადგებით ფეხზე, ხვალ სხვა რკინიგზელები შემოგვიერთდებიან. გამოავლინეთ თქვენი მტკიცე ხასიათი!”,- წერს ირაკლი ჭითანავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…