დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ფეიკებისთვის“ ქონების კონფისკაციის შესახებ

შესწორებას მხარი დაუჭირა 395-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ არსებული ზომები არ არის საკმარისი „არამზადების წინააღმდეგ საბრძოლველად“.
მსგავსი განცხადება გააკეთა ს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ. „ნებისმიერი, ვინც შეეცდება, ზარალი მიაყენოს სამშობლოს, ყველაფერს დაკარგავს და ძაღლივით მოკვდება იქ, ჩვენი ქვეყნის გარეთ“, – ახსნა მან კანონპროექტის აზრი.
დოკუმენტი სახელმწიფო დუმაში 22 იანვარს შეიტანეს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რუსეთში შეძლებენ რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით გასამართლებულთა ქონების კონფისკაციას, მათ შორის იმათის, ვინც ს არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის, დეზერტირობისთვის, ბრძანების შეუსრულებლობისთვის და არასასურველ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის არის გასამართლებული. ამ მუხლების უმრავლესობა სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.