2025-2026 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 26 სექტემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს, სადაც ტურნირის ყველა მატჩი გაიმართება. დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგის 11 გუნდიდან 10 მიიღებს. ამჯერად ტურნირში მონაწილეობაზე უარი საკალათბურთო კლუბმა “რაშმა” განაცხადა.
დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები წილისყრის შედეგად 3 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები ნახევარფინალში გავლენ. დებულების თანახმად ნახევარფინალში პირველი ადგილიდან გასულ 3 გუნდს ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება. იმ ჯგუფის მეორეადგილოსანს, რომელშიც 4 გუნდია, ბოლო ადგილზე გასულთან ნაჩვენები შედეგი ჩამოეჭრება და საუკეთესო მეორეადგილოსანიც ასე გამოვლინდება.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 26, 27 და 28 სექტემბერს გაიმართება. ნახევარფინალებს ოლიმპიური სასახლე 30 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო ფინალი 2 ოქტომბერს ჩატარდება. გასული გათამაშების გამარჯვებულია ვსა-ბასტეტბოლი, რომელმაც ფინალში აწ უკვე “ა” ლიგაში დავეითებული “ამრა” დაამარცხა.
GBF.GE
“ქუთაისი” დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები ბოლო ტურში გამოვლინდებიან
დადიანის მემორიალზე ფედერაციამ “აჭარაბეთთან” მემორანდუმი გააფორმა და “წლის წიგნის” პრეზენტაცია გამართა
დუდუ დადიანის მემორიალი დინამოს, თსუ-ს და ტიტების გამარჯვებებით დაიწყო
დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი ზესტაფონის “მარგვეთია”
დუდუ დადიანის მემორიალი 16 ოქტომბერს დაიწყება
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
