დუდა: ყველაზე მწვავე დისკუსია უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე იყო, თანხმობამდე არ მივსულვართ

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დაადასტურა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც 28 ევროპული ქვეყნის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მწვავედ განიხილისე ში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი.
“ყველაზე მწვავე დისკუსია შეეხო უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტური თანხმობა არ ყოფილა. შეხედულებები განსხვავებულია.” – თქვა დუდამ ჟურნალისტებთან კონფერენციის შემდეგ.
პოლონეთის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელი ქვეყანა რა პოზიციაზე იდგა. ანდჟეი დუდას თქმით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ენთუზიაზმი არ არსებობს.
“როდესაც საქმე ეხება დეტალებს, ინდივიდუალური ქვეყნების გადასაწყვეტია, რა სახის დახმარებას გაუწევენ უკრაინას.” – დაამატა დუდამ.
დუდამ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროპული ქვეყნები ახლო მომავალში უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად გადაცემას შეძლებენ, რაც, მისი აზრით, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია.
კონფერენცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ინიციატივა იყო.
ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად ს პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” განიხილავენ.