დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში

დუდა სანაძის წარმატებული დებიუტი საბერძნეთში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 2 დღის წინ კონტრაქტი საბერძნეთის რანგით მე-2 ლიგის კლუბთან გააფორმა, სადაც პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და ერთ-ერთი თავისიანთაგან საუკეთესო იყო.
“ლამიასმა” შინ “ერმის შიმატარიუსთან” 74:80 წააგო, ქართველმა ლეგიონერმა კი მოედანზე 21:08 წუთი გაატარა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მასპინძელთა რიგებში ბომბარდირი გახდა.
სანაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და
2 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და მხოლოდ ერთ თანაგუნდელს ჩამორჩა.
“ესპეროს ლამიასს” 5 მოგება და 11 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება. გათამაშების ფორმატის თანახმად, რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს საუკეთესო 6 გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ბრძლას გააგრძელებს. სანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 11 იანვარს, სტუმრად, “ტრიკალასთან” გამართავს.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში