საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელი, დუდა სანაძე კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს. 32 წლის ქართველმა კონტრაქტი დუბაის “ალ ნასრთან” გააფორმა, რომელიც საამიროების პირველობის ერთ-ერთი ფავორიტია. სანაძე დუბაიში ეროვნული ნაკრების სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ მალევე, 27 თებერვალს გაემგზავრა და გუშინ სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ მისი კონტრაქტი ძალაში შევიდა.
“სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და ოფიციალურად “ალ ნასრის” წევრი გავხდი – გვითხრა დუდამ, დუბაიში რომ შევეხმიანეთ – საჩემპიონო ამბიციის გუნდია, კარგი პირობები შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. დიდი როლი ითამაშა იმან, რომ “ალ ნასრის” შემოთავაზებით,
მქონდა ბერძნული კონტრაქტის გამოსყიდვის შესაძლებლობა და ყველაფერთან ერთად, ეს შანსიც გამოვიყენე. თავის დროზე საბერძნეთის მეორე ლიგაში ხომ იმიტომ წავედი, რომ სანაკრებო მატჩებისთვის ფორმაში ვყოფილიყავი”.
GBF.GE
