დუდამ ლუკაშენკას გამო კლიმატის სამიტზე ერთობლივ ფოტოზე უარი თქვა

პოლონური ტელეარხი Polsat-ი იუწყება, რომ სამიტის მონაწილეთა ერთობლივი, სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე ანჯეი დუდას უარის მიზეზი ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალიაქსანდრ ლუკაშენკას მონაწილება იყო.
„ეს იყო პრეზიდენტის გააზრებული გადაწყვეტილება, “ოჯახური ფოტო” (Family Photo – ერთობლივი სამახსოვრო ფოტო) ოჯახური ფოტოა, პრეზიდნეტს არ სურდა ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან საერთო ფოტო ჰქონოდა“, – უამბო ტელეარხს, ბაქოში მყოფმა პრეზიდნეტ დუდასთან დაახლოებულმა ადამიანმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა COP29 სამიტზე გადაღებული ერთობილი ფოტო, რომელზეც ჩანდა ლუკაშენკა, დუდა კი – არა. დუბაიში გამართულ შარშანდელ სამიტზე ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თქვეს უარი ლუკაშენკასთან ფოტოს გადაღებაზე.
კლიმატის სამიტი ბაქოში 11 ნოემბერს დაიწყო. ქვეყნები განიხილავენ პროგრესს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. კონფერენცია 24 ნოემბერს დასრულდება.
სამიტში მონაწილეობას იღებს ალიაქსანდრ ლუკაშენკაც.
ბაქოში კლიმატის ფორუმში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ. კანადის პრემიერ- მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ,ა ნარენდრა მოდიმ, ჩრდილოეთ აფრიკის პრემიერ-მინისტრი კირილ რამაფოსამ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზმა.