“ტრამპის მიერ მადუროს დაკავება ერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს – დროის საკითხს. ახლა ყველაფრის სწრაფი ესკალაცია ხდება, ჩვენ არა მხოლოდ უკრაინაში გამარჯვება, არამედ ამის სწრაფად, მყისიერად და დამაჯერებლად გაკეთება გვჭირდება. ნებისმიერი საჭირო საშუალებითა და ნებისმიერ ფასად. სწრაფად და ყველაფრის მიუხედავად უნდა ვიმოქმედოთ. სრულად ჩვენს კონტროლქვეშ მყოფი უკრაინა არის დიდი სახელმწიფოების კლუბის საშვი. საშიშია იმის წარმოდგენა, თუ რა დაემართება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ასეთი საშვი არ აქვთ.”
– წერს ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი მას შემდეგ, რაც აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა




