დუგინი ირაკლი კობახიძეს პრემიერის პოსტზე დამტკიცებას ულოცავს

კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტსზე დანიშვნას ულოცავს და მას სპორტსმენად მოიხსენიებს.
“ირაკლი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს. ვულოცავთ ირაკლი კობახიძეს, ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს”, – წერს დუგინი ტელეგრამზე.
სავარაუდოდ, დუგინს ყოფილ ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილში ერევა, რომელსაც “ქართული ოცნება” გაპრეზიდენტებას უპირებს.
დღეს, 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოა, მთავრობა ისე დაამტკიცა, რომ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მისთვის კითხვა არ დაუსვამთ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინაშე წარადგინა, ვინაიდან ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და, შესაბამისად, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და არც პარლამენტში შედის.