ამხანაგურ მატჩში “მეცი” ლუქსემბურგულ “ესპერანჟს” დაუპირისპირდა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ფრანგულ კლუბში იჯარით დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე ოფიციალურად “აიაქსის” საკუთრებაა და “მეცს” სეზონის დასრულების შემდეგ მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.