დუბლინში საპროტესტო გამოსვლა, მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

დუბლინი არეულობამ მოიცვა. ირლანდიის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმის გამო გამართული საპროტესტო გამოსვლა, მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა და ბოთლები ესროლეს, შედეგად, პოლიციის ერთ-ერთ მანქანას და ორ ავტობუსს, ცეცხლი გაუჩნდა.
არეულობა დუბლინის ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან მომხდარი თავდასხმით დაიწყო: სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე კაცი და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი წლის ბავშვისა და ქალის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ტერაქტის ვერსია სამართალდამცველებმა გამორიცხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ არსებულ ვიდეოზე – აშკარად ჩანს მონტაჟის კვალი და გამოძიებაც ვერ უარყოფს, რომ ზედ ტიტრები აქვს დადებული – ეს არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ მხედველობაში ვერანაირად ვერ უნდა მიიღოს