დუბაიში ახალი საკრუიზო სეზონის გახსნა ძვირადღირებული ლაინერის Mein Schiff 2-ის ჩასვლით აღინიშნა. გემი პორტ მინა რაშიდში, ჰამდან ბინ მუჰამედის საკრუიზო ტერმინალზე ჩამოდგა, რაც კრუიზების მოყვარულთათვის კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის დაწყების ნიშანია.
დუბაი ამ სეზონზე 150-მდე საკრუიზო გემის მიღებას გეგმავს. ამასთანავე, ახალ სეზონზე დუბაიდან საპრემიერო კრუიზს კომპანია Virgin Voyages-ის ლაინერი „Resilient Lady Ship”გააკეთებს, რომელიც ქალაქიდან ორი განსხვავებული მარშრუტით გაემგზავრება.
დუბაი წამყვან საკრუიზო ოპერატორებთან: MSC Cruises, TUI Cruises, Aida Cruises, Costa Cruises და Ponant Cruises აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ქალაქი ასევე გეგმავს ცნობილი საკრუიზო ტურების მასპინძლობას: Cunard, P&O Cruises, Princess Cruises, Royal Caribbean Cruise Lines, Celebrity Cruises, Norwegian Cruises, Silversea Cruises და Cordelia Cruises.
დუბაი Cruise Arabia ალიანსის მთავარი წევრია და უფრო ხარისხიანი და ინტეგრირებული საკრუიზო სერვისების დანერგვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ალიანსთან. აერთიანებს რა საკვანძო პორტებს, მათ შორის აბუ დაბის, ბაჰრეინს და ომანს, Cruise Arabia ალიანსი მიზნად ისახავს რეგიონის, როგორც გლობალური საკრუიზო ცენტრის პოპულარიზაციას.