დუბაი და აბუ დაბი ჰიბრიდული მუშაობისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილებად დასახელდა

Savills Executive Nomad Index-მა გრძელვადიანი დისტანციური მუშაობისთვის 25 მიმართულება შეისწავლა, რომელთაც ციფრული მომთაბარე ვიზა ან მსგავსი პროგრამა ჰქონდათ დანერგილი.
შესწავლილი იქნა ინტერნეტის სიჩქარე, ცხოვრების ხარისხი, კლიმატი, საჰაერო კავშირი და საცხოვრებლის ქირა.
ქალაქებს შორის, პირველი ადგილი დუბაის მას შემდეგ მიენიჭა, რაც ის პირველ ადგილზე რამდენიმე კატეგორიაში დასახელდა.
საუკეთესო მიმართულებების სრული სია ასე გამოიყურება:
· დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები
· აბუ დაბი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები
· მალაგა, ესპანეთი
· მაიამი,
· ლისაბონი, პორტუგალია
· ბარსელონა, ესპანეთი
· პალმა, ესპანეთი
· ბარბადოსი
· ალგარვი, პორტუგალია
· სენტ-ლუსია
· გრენადა
· ბალი, ინდონეზია
· სან-ხოსე, კოსტა რიკა
· კოტ დე აზური, საფრანგეთი
· კაიმანის კუნძულები
· დუბროვნიკი, ხორვატია
· კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა
· მალტა
· ანტიგუა
· მავრიკი
· კვიპროსი
· პალერმო, იტალია
· ათენი, საბერძნეთი
· ტოსკანა, იტალია
· ბაჰამის კუნძულები