დუბაიში 2023 წელს $2,27 მლრდ-ის უძრავი ქონება გაიყიდა – Bloomberg

გასულ წელს დუბაიში $25 მლნ-ზე მეტი ღირებულების 56 ძვირად ღირებული უძრავი ქონება $2,27 მლრდ-ად გაიყიდა, რაც 2-ჯერ მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე, როდესაც 28 ასეთი გარიგება დაიდო და უძრავი ქონება $1,24 მლრდ-ად გაიყიდა. ამის შესახებ Bloomberg-ი Knight Frank-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ქონების უმეტესობა ხელოვნურ კუნძულ პალმაზე მდებარეობს – იქ 22 სახლი გაიყიდა. მათ შორის 2000 კვ.მ-ნი 5-ოთახიანი ბინა პალმას ჯერ კიდევ აუშენებელ Como Residence-ის კომპლექსში 136,2 მლნ-ად იყიდეს, რაც წლის ყველაზე ძვირი გარიგება იყო.
კიდევ 15 კერძო საკუთრება მდებარეობს ჯუმეირას ყურეში, ზღვის ცხენის ფორმის კუნძულზე.
სააგენტოს ცნობით, უძრავი ქონების ყიდვა მიმზიდველი ინვესტიციად რჩება მდიდარი უცხოელებისთვის, განსაკუთრებით რუსებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი აქტივები და კრიპტო მილიონერი ინდოელებისთვის.
2023 წლის იანვარში, Bloomberg-მა, Betterhomes-ის მონაცემებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ 2022 წლის ბოლოს, რუსების წყალობით, უძრავი ქონების გაყიდვები დუბაიში წლის განმავლობაში 80%-ით გაიზარდა. ისინი ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი მყიდველები გახდნენ.
2022 წლის ბოლოს გაყიდული უძრავი ქონების მთლიანმა მოცულობამ $56,6 მლრდ შეადგინა. წლის განმავლობაში ემირატში საცხოვრებლის გაყიდვის 86 000 მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა, რამაც 2009 წლის რეკორდს 80 000 ტრანზაქციას გადააჭარბა.