დუბაიში, ქართული კომპანია Invest in Georgia იწყებს ოპერირებას – რა მიზანი ექნება მას?

დუბაიში კომპანია Invest in Georgia-ს შოუ-რუმი დეკემბერში გაიხსნება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თემო მიქელაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კომპანია საქართველოში უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ და საამიროებში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება პროცესში შუამავლობა გაუწიოს.
როგორც ის ამბობს, Invest in Georgia-ს შოუ-რუმში, რომელიც დუბაის ცენტრში იხსნება, წარმოდგენილი იქნება ქართული დეველოპერული კომპანიები.
„დუბაიში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში ჩასვლის გარეშე შეიძინონ საქართველოს ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება. ანუ ჩვენი კომპანია იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი“, – აღნიშნა თემო მიქელაძემ და დასძინა, რომ Invest in Georgia შექმნის ერთგვარ ეკოსისტემას, რომლის ოფისშიც იქნებიან უძრავი ქონების აგენტები, რომლებიც თავიანთ კლიენტებს ქონების საზღვარგარეთ შეძენაში ეხმარებიან.
„ჩვენ ვაძლევთ საშუალებას აგენტებს, რომ მოვიდნენ ჩვენს ოფისში, ის კლიენტებს წარუდგინონ როგორც თავისი ოფისი და მიჰყიდონ მათ საქართველოში უძრავი ქონება“, – აღნიშნა კომპანია Invest in Georgia-ს დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი საამიროებიდან სათანადოდ ათვისებული არ არის, როგორც ეს ს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების და თურქეთის მხრიდანაა.
„Invest in Georgia-ის დაფუძნების მოტივი იყო საამიტოებიდან რესურსის ათვისება, აქ დიდი ფულადი რესურსია, რომელიც საქართველოში FDI-ის ნაწილში ათვისებული არ არის. აქ 1 მლნ ადგილობრივი და 11 მლნ ექსპატია, სწორედ ამ ექსპატების რესურსი არაა ათვისებული. მე ვფიქრობ, ჯერ უძრავი ქონებით დავიწყებთ და შემდეგ უკვე აქაურებს საქართველოში ინვესტიციებს შემოვატანინებთ და კომპანიებში ფასიან ქაღალდებს ვაყიდინებთ“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, Invest in Georgia-ს გახსნის პირველადი ინვესტიციაა დაახლოებით 1.5 მლნ დოლარია.