დუბაიში ქართველმა მოცურავეებმა 3 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედლი მოიპოვეს

25-26 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ დუბაიში გაიმართა “26th Speedo Invitational SC Meet”, რომელშიც მსოფლიოს 11 ქვეყნის 600-ზე მეტ სპორტსმენთან ერთად საქართველოს ორი კლუბის: Georgian Swimmers’ Club და Aqua Centre-ის 16 მოცურავე მონაწილეობდა. ქართულმა დელეგაციამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში საერთო ჯამში 3 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, თითქმის ყველა მოცურავემ გააუმჯობესა პირადი საუკეთესო შედეგი:
🥈ჩხიკვაძე ანდრია 50 თ/ყ 0:24.47 “GSC”
🥈ჩადუნელი ლუკა 100 კომპლექსი 1:05.92 “GSC”
🥈შიუკაევა ანა 100 კომპლექსი 1:17.73 “AquaC”
🥉ხაბაზი ზურა 50 ბატერფლაი 0:26.30 “GSC”
🥉შიუკაევა ანა 50თ/ყ 0:30.19 “AquaC”
🥉შიუკაევა ანა 100თ/ყ 1:06.44 “AquaC”
🥉GSC (ჩადუნელი ლუკა,ბადალაშვილი სანდრო,რუსიეშვილი დაჩი,ჩხიკვაძე ანდრია) 4X50 კომბინირებული 1:58.73
„“Georgian Swimmers Club”-ის მოცურავეებისთვის 2023 წელს ეს რიგით მეორე წარმატებული ტურნირია ბუდაპეშტის თასის გათამაშების შემდეგ, ხოლო აკვაცენტრის პატარა მოცურავეებისთვის პირველი დიდი საერთაშირისო გამოცდილება იყო ასეთ მაღალი დონის ტურნირში წარმატებულად ასპარეზობა. ვულოცავთ ყველა მოცურავეს, ვუსურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია საქართველოს მოცურავეთა კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.